18 აპრილი, 2020

რეზო ესაძე გარდაიცვალა

რეზო ესაძე გარდაიცვალა86 წლის ასაკში რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი და მხატვარი რეზო ესაძე გარდაიცვალა.

ინფორმაცია მსახიობმა ედმონდ აბაშიძე-მინაშვილმა გაავრცელა:

“86 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ქართველი რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი და მხატვარი – რეზო ესაძე, ვუსამძიმრებ ოჯახს და სრულიად საქართველოს! დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა მთელს ერს … მშვიდად განისვენეთ ბატონო რეზო…”

ხელოვანი, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართულ კულტურას მიუძღვნა, 122 ფილმში გადაიღეს, თავად კი 11 ფილმი შექმნა.

“ერთხელ” – ასე ჰქვია მის სადებიუტო ფილმს, სულ ბოლოს კი მაყურებელს შესთავაზა ნამუშევარი “ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა”.

რეზო ესაძის სავიზიტო ბარათად საზოგადოებამ მისი “ნეილონის ნაძვის ხე” აღიარა.

მადლიერმა მაყურებელმა მას 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით კინოთეატრ “რუსთაველის” წინ სახელობითი ვარსკვლავიც გაუხსნა.