28 აპრილი, 2020

პანტომიმის თეატრის მნიშვნელოვანი ვიდეო გზავნილი

პანტომიმის თეატრის მნიშვნელოვანი ვიდეო გზავნილიპანტომიმის სახელმწიფო თეატრმა მნიშვნელოვანი ვიდეო გზავნილი გაუგზავნა ყველას სახელწოდებით StopCovid-19.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა უმცროსმა ამირან შალიკაშვილმა ჩაწერა StopCovid-19-ის ბრძოლასთან დაკავშირებული ვიდეო. ვიდეოში მონაწილეობის პანტომიმის თეატრის ყველა მსახიობი, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელის 8 წლის შვილი მიმი შალიკაშვილი საკუთარი ინიციატივით შეუერთდა ამ გამოწვევას:

“ამ ვიდეოთი გამოვიწვიე ყველა მსახიობი – გიორგი გურგენიძე, სოფო ლოლაძე, გიორგი ტიელიძე, ეკა დობირჯგინიძე, სალომე ფილიშვილი, იაკო მიმინოშვილი, გიგი ლორია, ირაკლი ბიბილური, გიორგი აფშილავა, ანი ჩაგელიშვილი, ნინო ლორთქიფანიძე. ამ გამოწვევაში ჩაერთო ესპანეთში მყოფი ჩვენი თეატრის მსახიობი და რეჟისორი ლუკა ჩხაიძე.

ჩვენ ჩვენი ენით გვინდა გავამხნევოთ საზოგადოება, რომ ქვეყანაში აუცილებლად სიმშვიდე იქნება და გვინდა ყველა მოქალაქეს ვისურვოთ ჯანმრთელობა! ჩვენი ხელოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან ხშირად ვხმარობთ სხვადასხვა ნიღაბს, მაგრამ საბოლოოდ ვიხსნით ყველანაირ ნიღაბს და ვხდებით ყოველი ჩვენთაგანი ის, ვინც ვართ – ჯანმრთელები, ბედნიერები და სიცოცხლით სავსე ადამიანები.

ჩვენ არ გავჩერდებით და რითაც შეგვეძლება გავამხნევებთ ჩვენს მოქალაქეებს. ბევრი სიახლე შევაჩერეთ, მოვხსენით პრემიერები, გადავდეთ შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის ფესტივალი, მაგრამ ერთი კიდევ სიახლე, რაც გვინდა გითხრათ, წელს თეატრის საიუბილეო წელია – თეატრი 55 წლის ხდება და ამ თარიღთან დაკავშირებით მხოლოდ ფეისბუქ ლაივით, პარტერში მაყურებლის გარეშე შემოგთავაზებთ პრემიერას “სიყვარულის ეიფორია” დავით შალიკაშვილის რეჟისორობით.

ეს თეატრი ხალხისაა, ეს თეატრი შენია, არ გააჩერო ცხოვრება, უბრალოდ დაისვენე და იფიქრე მომავალზე მხოლოდ სიყვარულით!”