9 აპრილი, 2020

მიბაძეთ თორნიკე ყიფიანს და ბარბარა სამხარაძეს

მიბაძეთ თორნიკე ყიფიანს და ბარბარა სამხარაძეს “საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებულმა თორნიკე ყიფიანმა და ფინალისტმა ბარბარა სამხარაძემ გადაწყვიტეს კოვიდ-19 ის საწინააღმდეგოდ შექმნილ ფონდში ფული გადარიცხონ.

თორნიკე ყიფიანი:

“საქართველოს ვარსკვლავში” გამარჯვების შედეგად, თბილისის ღია უნივერსიტეტმა გადმომცა 10.000 ლარიანი გრანტი, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი მათ.

ჩემი თხოვნა და სურვილია, ეს გრანტი COV-19 ის საწინააღმდეგოდ შექმნილ ფონდს მოხმარდეს.

შეწირულთა სულებისთვის ვილოცოთ.

ჯანმრთელობას გისურვებთ.

#დარჩისახლში.”

ბარბარა სამხარაძე:

“ეგ გრანტი ჩაბარების შემთხვევაში მხოლოდ სხვა კურსის გავლას აფინანსებს, როგორც ასეთი რომელიმე სპეციალობა არ გვიფინანსდება. თუკი გადარიცხავენ, მეც თანახმა ვარ, ჩემიც გადარიცხონ.”