30 აპრილი, 2020

გია ნიკოლაძის ორიგინალური მიძღვნა დღევანდელობას

მთავარი საფრთხეები გია ნიკოლაძისთვისმომღერალი, პოეტი და კომპოზიტორი გია ნიკოლაძე საქართველოში არსებულ მდგომარეობას ორიგინალური ლექსით ეხმაურება:

“სუპერმარკეტში შევედი
პირბადე სახლში დამრჩა
უნდა მოგიყვე რაც მოხდა
რადგანაც გულში ჩამრჩა
მე რაც მინდოდა ავიღე
და ვაწონინებ უკვე
ამ დროს სად იყო სად არა
ხმა შემომესმა ფუყე
პირბადე რატომ არა გაქვს?
შევხედე სიტყვის ავტორს
გოგო უტიფრად მიყურებს
ბაძავს ზე აგიტატორს
ამას არ მოემსახუროთ
არ იმსახურებს ამას
პირბადე როგორ არა გაქვს
განაგრძობს კიცხის გამას
“არ შემოგეშვით ქემაინც
უკვე სურსათით ვდგავარ”
ის კი მიყურებს თითქოსდა
ნანახი სულ არ ვყავარ
თვალწინ ის კადრი დამიდგა
ავტობუსში რომ ვნახე
საზიზღრად დამამახსოვრდა
კონტროლიორის სახე
სკოლის ბავშვს აჯარიმებდა
ბავშვი ტიროდა ლამის
ვნებათა ნერწყვებს ყლაპავდა
ის შემხედვარე ამის
ის მართლა ნერწყვებს ყლაპავდა
ბავშვი რომ ასე წუხდა
ვერ მოვითვინე ვუყვირე
და გული შეუწუხდა
ახვარი კონტროლიორი
და გაუზრდელი გოგო
მე ამ გოგოშიც ვიგრძენი
იმ კონდუქტორის ლოგო
როცა შენიშვნას მაძლევდა
და მამცირებდა თუნდაც
ხოდა ამასაც ვესროლე
ბრაზის სიტყვების გუნდაც
ყველა მდაბიოს გავარტყი
ვინც კი ვერ იტანს ვაკეს
ეგ კიდე ცალკე თემაა
მე მათ ღრუებში ვტაკე!
ვაკელი მეც ვარ ძმობილო
და არ დავცინი თემქელს
ხოლო თემქელი დამცინის
ამაში შვებას ეძებს
ვაჟა, გალა და ნიკალა
მდაბიოს რად არ გვანან
სულ სოფლელები არიან
ვინც პანთეონში წვანან
სწორედ რომ სოფლელებია
სიამაყენი ერის
მაგრამ ვაი რომ ვერ ხვდება
ამას გონება შტერის
დაცინვა არის ის ცოდვა
რომელიც ყველას ჭარბობს
ყველა ცოდვაზე დიდია
როცა სოფლელში ბარტყობს
ერთია ის ვინც დასცინის
ხოლო მეორე ხალხი
რადგან ამაზე გულს იფხანს
დედაც მამაც და ბალღიც
მე არასოდეს დავცინებ
არც სოფლელს და არც გლდანელს
ხოდე შენც ნუღა დასცინებ
თუნდაც ვერელს და ვაკელს
ის იმყოფინე რაც მოგცა
შენმა გამჩენმა ღმერთმა
ნუ ეჯიბრები შენზე კარგს
თორემ თუ მოგცხო ერთმა
მერე იხილავ ვინც არის
შენზე მუდმივად კარგი
ნუ გაამწარებ დაატკბე
ყველას ჩვენი გვაქვს ბარგი!
ეჰეი გესმის მდაბიოვ?
ტყუილად მეტოლები
ვიცი როდესაც მამცირებ
შენ მარტო მაშინ ძღები
ტკბილი შაქარიც ბევრი მაქვს
მოვალ აგივსებ ნავებს
მაგრამ ხმალიც მაქვს და ახვრებს
დაგაყრევინებათ თავებს!
პ.ს
იქ მაინც მომემსახურენ
რადგავ ვუყვარვარ ყველას
ეს იმიტომ რომ მეც მიყვარს
და სულ ვპირდები შველას…
დაიმახსოვრეთ ტუტუცნო
დაცინვა არის ცოდვა
ხოლო ამითი გაძღობა
ეშმაკეული ბოდვა!”