17 აპრილი, 2020

არ გამოტოვოთ კოტე მახარაძის საავტორო სპექტაკლები

არ გამოტოვოთ კოტე მახარაძის საავტორო სპექტაკლები24 აპრილიდან მოზარდ მაყურებელთა თეატრი კიდევ ერთ ახალ პროექტს შესთავაზებს მაყურებელს.

“გაიგე მეტი“ – ასე ჰქვია სიახლეს. ეს არის ერთი მსახიობის თეატრის „ვერიკო“ შემეცნებითი პროექტები მოზარდთათვის.

მოზარდ მაყურებელთა თეატრი წარმოადგენს კოტე მახარაძის საავტორო სპექტაკლებს:

24 აპრილს 15 საათზე – „რაც მტრობას დაუნგრევია” (ილია);
4 მაისს 15 საათზე – „ბაგრატიონები“;
8 მაისს 15 საათზე – „აკაკი“.

ვიდეო სპექტაკლების ნახვა შესაძლებელია ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ოფიციალურ გვერდზე