24 მარტი, 2020

თეატრმცოდნე მერაბ გეგია ხანძარმა იმსხვერპლა

თეატრმცოდნე მერაბ გეგია ხანძარმა იმსხვერპლაცნობილი თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მერაბ გეგია ხანძარმა იმსხვერპლა.

თბილისში ბარნოვზე სახლი დაიწვა, რომელშიც ხელოვნებათმცოდნე იმყოფებოდა და გამოსვლა ვერ მოახერხა.

სამწუხარო ინფორმაცია თამარ ქუთათელაძემ გაავრცელა:

“ტრაგიკულად დაიღუპა ცნობილი თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მერაბ გეგია. თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახის წევრებს.

გიორგი ყაჯრიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი:

“ეხლა ატყდება მწუხარების მესიჯები – პენსიაზე გასვლამდე ერთი წლით ადრე რომ გააგდეთ თეატრალური უნივერისიტეტიდან… ხმას ნუ იღებთ!”