14 მარტი, 2020

ქართული ფილმის ბრალდებები “ქართულ არხს”

ქართული ფილმის ბრალდებები "ქართულ არხს"სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმი” ტელეკომპანია “ქართულ არხს” ბრალდებებს უყენებს და კანონიერი ქმედებებით იმუქრება:

“ქართული არხი” კვლავაც იპარავს ქართულ ფილმებს, აჩვენებს უხარისხო ასლებს და ყველაფერთან ერთად მაყურებელს უქმნის უხარისხო ქართული კინოს შთაბეჭდილებას.

შეგახსენებთ, რომ “ქართული არხის” სერვერი დგას ერთ-ერთი ეკლესიის კელიაში და იქიდან იმართება მამაოების მიერ.

მიუხედავად დიდი ხნის სიტყვიერი გაფრთხილებისა, ამ არხის მმართველიბას არ აინტერესებს წესების დაცვა და ხშირად აჩვენებს ფილმებს არალეგალურად.

ამ თავნებობას აუცილებლად მოყვება კანონიერი ქმედებები “ქართული ფილმის” მხრიდან.

არ იპარო!

ამის თქმა არ უნდა სჭირდებოდეს “მამაოს”.

ქართული ფილმის ბრალდებები "ქართულ არხს"