პაოლო იაშვილი ვაჟა ფშაველაზე

პაოლო იაშვილი ვაჟა ფშაველაზეპოეტი პაოლო იაშვილი ვაჟა ფშაველაზე მისი გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ 1922 წელს წერდა:

“გულშემზარავი იყო ბედი ვაჟა-ფშაველასი. ვაჟა-ფშაველაზე ძლიერი პოეტური სტიქია არ ახსოვს საქართველოს.

ვაჟამ პირველმა მისცა იმედი ქართულ სიტყვას. მას ჰქონდა ღმერთების ენა და ჰომეროსის ნოყიერება. მაგრამ არწივად წოდებული საქართველოში დადიოდა, როგორც “ჩხიკვი ზაქარა”, თვალმოხეული, ყველის სუნით გაჟღენთილი, დაკონკილ ჩოხით, ფრჩხილებში მიწა გამოგლესილი, ნარმის საცვლებში, დასული სოფლის მეწვრილმანის ვაჭრობამდის, მიუღებელი, უგვირგვინო.

ის ჭლექით დააკვდა საავადმყოფოს ლოგინს ისე, ვით უბინაო და ქუჩის მათხოვარი.”