30 მარტი, 2020

დათო არჩვაძის და პეტრე კოლხის მიძღვნა

დათო არჩვაძის და პეტრე კოლხის მიძღვნამომღერალმა დათო არჩვაძემ და პოეტმა პეტრე კოლხმა ახალი ერთობლივი ნამუშევარი შექმნეს.

“ჩემი საქართველო” – ასე ეწოდება სიმღერას, რომელიც დათომ მამა პეტრეს ლექსზე შექმნა.

დათო არჩვაძე:

“ძარღვში უფლის სისხლი მირევია ჩემი საქართველო აქ არის” – ახალ სიმღერას ვუძღვნი ჩვენი ქვეყნის დღევანდელ გმირებს, ვინც ზრუნავს ჩვენს ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე.”

პეტრე კოლხი:

“ჩემი და დათო არჩვაძის ახალი ნამუშევარი… ისეთია, სიხარულისგან, ბედნიერებისგან, შენი ერის სიყვარულისგან გულს რომ გაგიხეთქავს…

ჩემი საამაყო დათო…

როგორ უფრთხილდები ყოველ ფრაზას, როგორ ფაქიზად ეპყრობი სულიდან ამოძახილ სიტყვებს… როგორ ესათუთები შენს სამშობლოს, ვაზის ჯვარს, უფლის სისხლს…

არ მეშინია, რადგან დილა ასე იმედიანად დაიწყო…

დათო არჩვაძემ ახალი სიმღერა ქართველ ექიმებს მიუძღვნა…

დიახ, ჩემი, თქვენი, ჩვენი საქართველო აქ არის!..

დილა უფლისგან გამოჯანმრთელებისა, ჩემო შეშინებულო საქართველო!”