10 თებერვალი, 2020

ზვიად გამსახურდია ელისო ვირსალაძეზე

ზვიად გამსახურდია ელისო ვირსალაძეზეალბათ ბევრმა არც იცის, რომ ზვიად გამსახურდიამ მუსიკალური ათწლედის ფორტეპიანოს კლასი დაასრულა.

მან ცნობილ ქართველ პიანისტს ელისო ვირსალაძეს ლექსიც კი მიუძღვნა, რომელიც ზვიად გამსახურდიას ერთადერთ პოეტურ კრებულში “მთვარის ნიშნობა” შევიდა.

კონსტანტინე გამსახურდია:

“ზვიად გამსახურდიას ეს ლექსი ელისო ვირსალაძეს ეძღვნება.

იგი შედის მის ერთადერთ პოეტურ კრებულში, (“მთვარის ნიშნობა”) რომლის გამოცემა საბჭოთა ცენზურის გამო შესაძლებელი გახდა 1989 წლის ბოლოს (ანუ 9 აპრილის შემდეგ) ახალი სათაურით მისი რეპრინტი მოვახერხე 2014 წელს და ვრცელი წინასიტყვაობაც დავურთე.

ეს ლექსი ზოგადად კლასიკური მუსიკის სიღრმეზეცაა, მის მასშტაბებზე და მისი წაკითხვის თუ ინტერპეტაციის შესაძლებლობებზე.

შეიძლება ბევრმა არც იცოდეს, რომ ლექსის ავტორმაც მუსიკალური ათწლედის ფორტეპიანოს კლასი დაასრულა.

CAPRICIO

ელისო ვირსალაძის კონცერტზე

“ფარდების შრიალი.
ფრთაგაშლილი ქიმერა შავი.
ნიავი – კოლომბინას კაპრიზი.
აქ რთავდნენ სილფები
მითიურ გობელენს ესკურიალისას,
ხოლო სიჩუმის იეროფანტი
სწვავდა არიელის ზვარაკებს.
სუდარას ახსოვდა
სახე ღვთაებრივი,
კანდელი,
მიტრა
და ვარსკვლავთშობილი მითი.
სცვივოდა შავი მთვარეები
მარმარილოს ცას.
სიმებში ბუდობდა გრიგალი.
მეწამულ არშიებად
დაეტყო შენს სახეს
წყევლა უმძაფრესი:
სტიქსის წყალივით მღვრიე
ფიქრების ღვართქაფი,
ქარონის ელდა,
ლიბანის ხანძარი –
და კვლავ – ქერუბიმული ბრწყინვალება
წამების გვირგვინის.”