13 თებერვალი, 2020

ნუგზარ შარიას უდიდესი წარმატება

ნუგზარ შარიას უდიდესი წარმატებამსახიობ ნუგზარ შარიას ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება. საკმარისია ვახსენოთ ფილმი “ხევისბერი გოჩა”, რომ ყველას მაშინვე წარმოსადეგი ვაჟკაცი – ონისე გაახსენდება.

ნუგზარ შარია წლებია ამერიკაში ცხოვრობს. მისმა შვილმა, ასევე მსახიობმა ზურა შარიამ მამასთან დაკავშირებით სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა:

“იმდენად, რამდენადაც ” ჟურნალისტებს” პოლიტიკური სკანდალის გარდა, აღარაფერი აინტერესებთ და იოლი გზა ნახეს რეინტიგისთვის, მე გამცნობთ, რომ ა.წ. 5 იანვარს, ლოს ანჟელესში, ოსკარების ჟიურის შეკრებაზე, ჟიურის თავჯდომარედ, ფარული კენჭის ყრით ნუგზარ შარია იქნა არჩეული.

ნუგზარ შარიას კანდიდატურა სტივენ სპილბერგმა წარადგინა! ნოემბერში ნუგზარ შარია უჟგორდში იყო მიწვეული და იქ მიიღო ოსკარების ჟიურის მიწვევა. თავჯდომარედ არჩევამ კი ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

ვულოცავ საქართველოს და შარიებს ამ წარმატებას!”