ირაკლი კაპანაძე “დიდი სცენის” გამარჯვებულია

ირაკლი კაპანაძე "დიდი სცენის" გამარჯვებულიამუსიკალური შოუს “დიდი სცენის” პირველი სეზონის გამარჯვებული ირაკლი კაპანაძე გახდა.

ფინალში მარიამ ქაჯაიას, ცოტნე გელოვანსა და ირაკლი კაპანაძეს შორის მაყურებელმა და ჟიურიმ ნატო მეტონიძის, სალომე კორკოტაშვილის, გიორგი ცაგარელის და ერეკლე დეისაძის შემადგენლობით უპირატესობა ირაკლის მიანიჭა. მეორე ადგილზე მარიამ ქაჯაია გავიდა, მესამე ადგილი კი ცოტნე გელოვანს ერგო.

სამივე ფინალისტს სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.