17 თებერვალი, 2020

ანგელინა დამენიას და გელა ფილაურის გამოფენა გაგრძელდება

ანგელინა დამენიას და გელა ფილაურის გამოფენა გაგრძელდებაქართველი მხატვრების ანგელინა დამენიას და გელა ფილაურის ერთობლივი გამოფენა ერთი კვირით გაგრძელდება.

ხელოვანებმა 12 თებერვალს ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში ფარნავაზის ქ. N1 საკუთარი ნამუშევრები დამთვალიერებლებს წარუდგინეს.

“დიაპაზონი – კლასიკიდან მოდერნამდე” – ასეთია ექსპოზიციის სახელწოდება, რომლის გახსნასაც ესწრებოდნენ შიდა ქართლის მმართველობის წარმომადგენლები, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე და წევრები, ასევე გორის საზოგადოება და თბილისიდან მოწვეული სტუმრები. გამოფენის გახსნა გააშუქა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა.

საზოგადოებაში გამოწვეული რეზონანსის, დიდი ინტერესის და მაღალი დასწრების გამო, ანგელინა დამენიას და გელა ფილაურის გამოფენა გაგრძელებულია კიდევ ერთი კვირით და ექსპოზიციის დათვალიერება შესაძლებელია 28 თებერვლის ჩათვლით.

ასევე შეგახსენებთ, რომ მხატვრების შემოქმედების გაცნობა შესაძლებელია ვებ-საიტზე www.damenia-philauri.com

p.s.იური მეჩითოვის ფოტოები

ანგელინა დამენიას და გელა ფილაურის გამოფენა გაგრძელდება

ანგელინა დამენიას და გელა ფილაურის გამოფენა გაგრძელდება

ანგელინა დამენიას და გელა ფილაურის გამოფენა გაგრძელდება