25 იანვარი, 2020

ოთარ იოსელიანი ქართველებზე

ოთარ იოსელიანი ქართველებზერეჟისორი ოთარ იოსელიანი ქართველებზე საუბრისა და მათი დახასიათებისას ცდილობს, მაქსიმალურად სამართლიანი იყოს:

“ყოველი ქართველი არ აღიქვამს მიწიერ ცხოვრებას სერიოზულად. ისე იქცევა, როგორც სტუმარი ამ ქვეყნად – სამარეში ხომ მაინც ვერაფერს წაიღებ?!

ყველაფერი – დიდებაც, ფულიც და ძალაუფლებაც – დროებითია. შიშვლები მოვედით ამქვეყნად, შიშვლები წავალთ იმქვეყნად. სწორედ ასეთი ფილოსოფიის წყალობით გადარჩა ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა.

ყველა ქართველი დიდი ყურადღებით აკვირდება, როგორ იქცეთიან მათი უახლოესი ადამიანები და მეგობრები. სწორედ ეს გამჭრიახი დაკვირვება გადაგარჩენს არასასურველი ქმედებებისგან და მდაბალი საქციელისგან.

ყველა ქართველმა ძალიან კარგად იცის ერთი მნიშვნელოვანი რამ – ყველაფერი ამქვეყნად ცუდად მთავრდება, ამიტომ ისინი ყველა ბედნიერ მომენტს განსაკუთრებულად აფასებენ.”