ქართველი მსახიობის ლევან გელბახიანის სამსახიობო მონაცემები ევროპამ კიდევ ერთხელ აღიარა.
ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი იმ 10 ახალგაზრდა ევროპელ მსახიობს შორის მოხვდა, რომლებიც ბერლინის კინოფესტივალზე ამომავალი ვარსკვლავის ტიტულით წარდგებიან.
საუკეთესო ათეულში არიან ახალგაზრდა მსახიობები საქართველოდან, საფრანგეთიდან, პორტუგალიიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, ბულგარეთიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან, დანიიდან და შვეიცარიიდან.

