25 იანვარი, 2020

ანგელინა დამენიას და გელა ფილაურის გამოფენა გორში

ანგელინა დამენიას და გელა ფილაურის გამოფენა გორშიმხატვრები ანგელინა დამენია და გელა ფილაური გორში გამოფენას მოაწყობენ.

12 თებერვალს 17 საათზე მხატვრების ერთობლივი პერსონალური გამოფენა ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში (ფარნავაზის ქ. N 1) გაიხსნება.

“დიაპაზონი – კლასიკიდან მოდერნამდე” – ასეთია ექსპოზიციის სახელწოდება, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც საზღვარგარეთ გაშუქებული და დაჯილდოებული, ასევე ბოლო პერიოდში შექმნილი ნამუშევრები.

მხატვრებს სურვილი აქვთ გააცნონ ქართველ საზოგადოებას თავიანთი შემოქმედება და წინასწარ მადლობას იხდიან მობრძანებისთვის.

ანგელინა დამენიას და გელა ფილაურის გამოფენა 21 თებერვლამდე გაგრძელდება.