23 იანვარი, 2020

აჩიკო ნიჟარაძე პირველ არხს გაუნაწყენდა

აჩიკო ნიჟარაძე პირველ არხს გაუნაწყენდამომღერალი აჩიკო ნიჟარაძე პირველ არხს გაუნაწყედა. ამის მიზეზი ბიძინა კვერნაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტის ანონსი გახდა:

“1 არხს, როგორც ყოველთვის, დიდი მადლობა პატივისცემისთვის.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამხელა დრო რომ დაუთმეთ ჩემს პიროვნებას. ვინც ანონსს ნახავთ, იცოდეთ, რომ ამ კონცერტში მეც ვიმღერე. ანონსის ნახვით ვერ მიხვდებით, ამიტომ კონცერტს უყურეთ.

ცნობისათვის, შედგა ბიძინა კვერნაძის ახალი სიმღერის პრემიერა. მე და ჩემს შემოქმედებას თავი რომ დავანებოთ, ამ მიზეზის გამო მაინც უნდა მოხვედრილიყო ანონსში ჩემი გამოსვლის თუნდაც 2 წამი, მაგრამ არაუშავს, ყველაფერი წინ არის.

ეს არის უბრალოდ უპატივცემლობა, ჩემი აზრით!”