11 იანვარი, 2020

აბა, ამათ უსმინეთ!

აბა, ამათ უსმინეთ!– აბა, ამათ უსმინეთ! ერი უნდა იცნობდეს სამშობლოს გულდამწვარ „მამულიშვილებს!” – ჯულია თურქია ცნობილ ქართველებს გაგვაცნობს:

“აჰ!.. აბა, ამათ უსმინეთ!..

ერი უნდა იცნობდეს სამშობლოს გულდამწვარ „მამულიშვილებს!”

ჩვენი ქვეყნის „ინწილიგენცია” წერილით მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყოვლად საფუძველს მოკლებული „თითიდან გამოწოვილი” ბრალდებით და საკმაოდ დამტუქსავი ტონით.

მაგრამ აქ მთავარი მიმართვის ტექსტის ის ჩანართია, სადაც „ინწილიგენტები” ყვებიან, რომ თურმე საქართველოს ურთიერთობების გართულება მეზობელ რუსეთთან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა და ქვეყნის განვითარების შეფერხება, ქართველების სწრაფვას გამოუწვევია პროდასავლური პოლიტიკისკენ.

არა, განა რამე ახალია? მაგრამ მაინც…

ნაწყვეტი მიმართვიდან:

„პროდასავლურმა პოლიტიკამ” და ქართველების სწრაფვამ „ნატოს” სამხედრო ალიანსისკენ გაართულა საქართველოს ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან და სწორედ ამან განაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, შექმნა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და შეაფერხა ქვეყნის განვითარება, ხალხი გაღატაკდა და მოსახლეობის რაოდენობა 4 მილიონზე დაბლა ჩამოვიდა.”

მიმართვას ხელს აწერენ:
რეზო ამაშუკელი
ქეთი დოლიძე
ელიზბარ ჯაველიძე
თამაზ წივწივაძე – მწერალი
გოგი ქავთარაძე – საქართველოს სახალხო არტისტი
გოგი ხარაბაძე
გიორგი კვესიტაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი
ჯონდი ბაღათურია
თემო გოცაძე – სახალხო მხატვარი.”

პ.ს. თუმცა წერილისა გამოქვეყნების შემდეგ მსახიობმა გოგი ქავთარაძემ განაცხადა, რომ ხელმოწერა გაუყალბეს, ხოლო მხატვარმა თემო გოცაძემ განაცხადა, რომ ხელი მოაწერა არა იმას, რომ დასავლურმა კურსმა შეაფერხა საქართველოს განვითარება, არამედ იმას, რომ საქართველოს წარმოჩენა მსოფლიო ასპარეზზე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე წარმოუდგენლად მიაჩნია. წერილი სულ სხვა კონტექსტით და პოლიტიკური დატვირთვით გამოქვეყნდა, ამიტომ მხატვარმა საკუთარი ხელმოწერა მოხსნა.