რეჟისორ ზაზა ურუშაძის უკანასკნელი ფილმია “ანტონი”. საბედნიეროდ, მან ფილმის დასრულება მოასწრო, თუმცა,სამწუხაროდ, მის პრემიერას ვეღარ დაესწრება.
“ანტონის” პრემიერა კი ისრაელში 21 დეკემბერს გაიმართება.
ფილმი ნამდვილ ამბავზეა გადაღებული. მოქმედება გერმანელებით დასახლებულ უკრაინის ერთ-ერთ სოფელში ვითარდება და ორი ბავშვის – კათოლიკე ანტონისა და ებრაელი იაკობის მეგობრობის შესახებ გვიყვება.