ანგელინა დამენიას თანადგომით 10 000 ხე დაირგვება

ანგელინა დამენიას თანადგომით 10 000 ხე დაირგვებაქართველი მხატვრის ანგელინა დამენიას თანადგომის შედეგად 10 000 ხე დაირგვება.

ამ დღეებში გამოიცა ჟურნალ ArtTour International-ის მორიგი ნომერი, რომელიც ნიუ-იორკში წელიწადში 4-ჯერ ციფრულ და ბეჭდვით ფორმატში გამოიცემა. ჟურნალში წარმოდგენილი არიან ე.წ. “მწვანე პლანეტის ხელოვანები” და მათ შორის ქართველი მხატვარი – ანგელინა დამენია, როგორც 2019 წლის გამარჯვებული მხატვარი.

ანგელინა დამენია:

“პუბლიკაციაში წარმოდგენილი მაქვს ორი ნამუშევარი – “ლომი – ასტროლოგიური ავტოპორტრეტი” და “ცის კიბე”.

ანგელინა დამენიას თანადგომით 10 000 ხე დაირგვება

ჩემი თანადგომის შედეგად, რაც გულისხმობს პროექტში მონაწილეობის მიღებასა და ნახატების გამოქვეყნებას, 10 000 ხე დაირგვება.

პროექტის პარტნიორია არაკომერციული ორგანიზაცია TREES FOR THE FUTURE, რომლის შემწეობით ხდება დეგრადირებული მიწების აღდგენა, დამუშავება, ხეების დარგვა და ა.შ.

ეს კი დამადასტურებელი სერთიფიკატი: 

ანგელინა დამენიას თანადგომით 10 000 ხე დაირგვება