15 ოქტომბერი, 2019

გიორგი უშიკიშვილი და ბაია დვალიშვილი ვაქირის ახალგაზრდულ ცენტრში არ შეუშვეს

გიორგი უშიკიშვილი და ბაია დვალიშვილი ვაქირის ახალგაზრდულ ცენტრში არ შეუშვესმომღერალი გიორგი უშიკიშვილი და მსახიობი ბაია დვალიშვილი ვაქირის ახალგაზრდულ ცენტრში არ შეუშვეს.

მათთან ერთად იმყოფებოდნენ სცენარისტი ქეთი დევდარიანი, ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი, ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე და სამოქალაქო აქტივისტი ეკა გიგაური.

ინფორმაცია ამის შესახებ ნანა ბაგალიშვილმა გაავრცელა:

“არც მჯერა, რომ ამის დაწერა მიწევს…

დღეს კარი ვის დაუკეთეს ვაქირის ახალგაზრდულ ცენტრში და გიორგი უშიკიშვილს, ქეთი დევდარიანს, ბაია დვალიშვილს, დავით ლიკლიკაძეს, ეკა გიგაურს და გოგა ჩანადირს!! აპირებდნენ ესაუბრათ ევროპაზე და კარგი არ გაუღეს.

1. სოფელ ვაქირის რწმუნებულმა უარი თქვა კარის ხასნაზე. მცხეთაში მივდივარ მოსალოცად, საღამოს 4 საათამდე ვლოცულობო და სიღნაღის მერი თუ მეტყვის არ ილოცო, ჩამოვალ და გავხსნიო. თან დაამატა, ვიცი რომ არ მთხოვსო. მერე ჩვენ ვთხოვეთ, იქნებ მის რომელიმე თანამშრომელს/სპეციალისტს გაეხსნა და როგორ დავაძალოო. ე.ი. თურმე იძულება ყოფილა ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ინტელექტუალური რესურსისთვის კარის გაღება და ევროპაზე ლაპარაკი.

2. ვთხოვეთ მერს, გოგი გოგილაშვილს, რომ მისი წარმომადგენლისთვის ეთხოვა შენობის/ცენტრის გახსნა. ვერაო, სივრცე რად უნდათ მეც ქუჩაში ვხვდები ხალხსო. ისმის შეკითხვა, მაშინ რაღაში გვჭირდება ახალგაზრდულ ან საჯარო სივრცეებს რომ ხსნიან, თუ ქუჩა ისედაც არის შეხვედრის/განათლების ადგილად?

3. ევროპაზე სასაუბროდ რომ ეს ხალხი ჩამოდიოდა 1 კვირით ადრე იცოდა სოფლის მაჟორიტარმა და გავლენა არ ეყო თუ სხვა მიზეზის გამო, საკუთარი სოფლის ადმინისტრაციული შენობა ვერ გახნა და საკუთარ სოფელში არსებული ახალგაზრდული სახლის მენეჯერისთვის ეთხოვა, რომ შეხვედრის ორგანიზებაში ჩართულიყო, ვერც ეს მოხერხდა. ეს იმ ახალგაზრდული ცენტრის, რომელიც 2 წელია არსებობს და 10 შეხვედრაც არ ჩატარებულა… ანუ, დაღლილები არ არიან და საქმე არ აწუხებდათ შეხვედრის ორგანიზებაში.

პ.ს. რაც ცოდნის კაფეს არ ეხება ნუ გეგონებათ, წყნარად ვიქნებით! ევროპაა ჩვენი ქვეყნის ერთადერთი არჩევანი და ამაზე კარის მოჯახუნებაზე ვერავის გაგიღიმებთ! სანამ ამ ფაქტზე ეცოდინება ყველას გთხოვთ და გირჩევთ, საჯარო კომენტარი გააკეთოთ, რატომ არ გაუღეთ კარი…

პ.პ.ს. არგუმენტს, რომ დასვენების დღეა და 5 თანამშრომლიდან ვერავის სთხოვდით 2 საათით სივრცის გახსნას, იმედია მაქვს არ იტყვით იმის ფონზე, რომ 1 კვირით ადრე თანახმანი იყავით, შეხვედრისთვის სივრცე დაგეთმოთ!”