ასე ჟღერს გია ყანჩელის მელოდიები ჰააგის მთავარ სამრეკლოში

ასე ჟღერს გია ყანჩელის მელოდიები ჰააგის მთავარ სამრეკლოშიჰააგის მთავარ სამრეკლოში ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის ხსოვნის პატივსაცემად მისი უკვდავი ნაწარმოებები „ყვითელი ფოთლები“ და ფილმ „შერეკილებიდან“ მელოდია აჟღერდა.

„St . Jacobs“-ის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ზარებმა დაუკრეს ყველა დროის ყველაზე პოპულარული ქართული მუსიკალური ნაწარმოებები რევაზ ლაღიძის „თბილისო“, „სულიკო“ და დავით არჩვაძის „მონატრებიხარ ფიქრებს“.

ქართული კომპოზიციების ჰააგის მთავარ სამრეკლოში ცოცხლად შესრულების იდეის ავტორი ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ერეკლე კოპლატაძეა.

ერეკლეს ინიციატივითა და ძალისხმევით, მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქალაქ გრონინგენის შუა საუკუნეების სამრეკლოს ზარებზე ცოცხლად არაერთხელ შესრულდა სხვადასხვა ქართული ნაწარმოები, მათ შორის „თბილისო”, „ჩიტო-გვრიტო”, „სულიკო”, “დაისი”…

“ყვითელი ფოთლები”

https://www.facebook.com/lbutbaya/videos/2700227986678463/

“ის აქ არის”

https://www.facebook.com/lbutbaya/videos/2700228020011793/

“თბილისო”

https://www.facebook.com/lbutbaya/videos/2700226820011913/

“სულიკო”

https://www.facebook.com/lbutbaya/videos/2700227120011883/