7 სექტემბერი, 2019

ნიკოლო მიწიშვილის შვილი – ილამაზ მიწიშვილი გარდაიცვალა

ნიკოლო მიწიშვილის შვილი გარდაიცვალა“ცისფერყანწელთა ორდენის” წევრის, პოეტ ნიკოლო მიწიშვილის შვილი – ილამაზ მიწიშვილი გარდაიცვალა.

ინფორმაცია ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ გაავრცელა:

“თუ იცნობდი, მილიონობით ადამიანისგან გამოარჩევდი.

თუ მეგობრობდი, ულევ სითბოს, უსაზღვრო სიყვარულს, დიდ ცოდნას, ცოცხალ უანგარობასა და უამრავ პოზიტივს გჩუქნიდა.

უიშვიათეს კაცს იშვიათი სახელი მამამ დაარქვა, მეგობრის – ილამაზ დადეშქელიანის პატივსაცემად.

6 წლისა იყო, როცა მამა დაუხვრიტეს, დედა კი ხანგრძლივი ვადით გადაუსახლეს. მაინც ვერ შეძლო ბედისწერამ, უკიდეგანო სიკეთის გარდა რამეს გაევლო მის გულში.

აი, ამ პაპა კოტემ გაზარდა. სულ-სულ პირველი ალბათ ის დახვდება იქ.

ბედნიერი ვარ, რომ მთელ დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდსულოვანი ადამიანი ჩემს შვილში აგრძელებს სიცოცხლეს.

ბატონი ილამაზი
საუკუნოდ იყავნ ხსენება…”