22 სექტემბერი, 2019

ნიკა აგლაძეს ჩვენი დახმარება სჭირდება

ნიკა აგლაძეს ჩვენი დახმარება სჭირდებაქართული “რა? სად? როდის?” ყველა დროის ერთ-ერთ უძლიერეს მოაზროვნეს ნიკა აგლაძეს ჩვენი დახმარება სჭირდება.

გიორგი მოსიძე: “რა? სად? როდის?” წამყვანი:

“მეგობრებო, მოგეხსენებათ ქართული “რა? სად? როდის?” ყველა დროის ერთ-ერთ უძლიერეს მოაზროვნეს, ბიზნეს-ლიგის გუნდ “ატორნეის” მოათამაშეს – ნიკა აგლაძეს გასულ ზაფხულში აღამოუჩინეს თავის ტვინში კავერნოზული ჰემანგიომა.

უახლოეს მომავალში მას თურქეთში გაუკეთდება ოპერაცია, რაც, თავად ხვდებით, არაა იაფი საქმე. ამიტომ ცხადდება სახსრების შეგროვება “ნიკას ფონდში”: ვისაც რამდენი შეუძლია!

შესაძლებელია ორივე ვარიანტი:

საბანკო ანგარიშები:
თიბისი: GE77TB7446645063600040 – ნიკოლოზ აგლაძე;
საქართველოს ბანკი: GE14BG0000000131316927 – ნინა აგლაძე (ნიკას და); დანიშნულებაში მიუთითეთ “ნიკასთვის”.

2) ქეშით ფული შეგიძლიათ მიაწოდოთ თემურ ყანჩაველს ბიზნეს-ლიგის ნებისმიერი ტურის მიმდინარეობის დროს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ვისაც რამდენი შეუძლია!”