მხატვრებმა ანგელინა დამენიამ და გელა ფილაურმა ნიუ-იორკში ოქროს მედლები მოიპოვეს

მხატვრებმა ანგელინა დამენიამ და გელა ფილაურმა ნიუ-იორკში ოქროს მედლები მოიპოვესმხატვრებმა ანგელინა დამენიამ და გელა ფილაურმა ნიუ-იორკში ოქროს მედლები მოიპოვესქართველმა მხატვრებმა ანგელინა დამენიამ და გელა ფილაურმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო გამოფენა-კონკურსში “ART & SHADOW”, რომელიც ნიუ-იორკში ჩატარდა და ოქროს მედლები მოიპოვეს.

ანგელინა დამენიას გადაეცა “ოქროს პალიტრა” აბსტრაქციის კატეგორიაში, გელა ფილაურს კი – “ოქროს არწივი” რეალიზმის კატეგორიაში.

მხატვარმა ცოლ-ქმარმა პარალელურად მონაწილეობა მიიღო სხვა კონკურსშიც, სადაც 2019 წლის ამერიკის ხელოვნების პრემიის ლაურეატები გახდნენ.

ანგელინა დამენიამ უკვე მიიღო წერილი და მიწვევა – იგი 2019 წლის მხატვრად აირჩიეს ნიუ-იორკში და მიიწვიეს MNN Television Studios-ში და ArtTour Shou-ში მანჰეტენზე.

„არტინფომ“ გამარჯვებულ მხატვრებს წარმატება მიულოცა:

– პირველ რიგში, გილოცავთ გამარჯვებას და გვსურს გაეცანოთ ჩვენს მკითხველს.

დიდი მადლობა მოლოცვისთვის, ეს მხოლოდ ჩემი და გელას წარმატება არაა, არამედ ჩვენი ქვეყნის სახელიც.

ანგელინა დამენია:

ჩემი განათლება:

თბილისის  სახელმწიფო  სამხატვრო  აკადემია,

სახვითი ხელოვნების ისტორია და თეორია (1990 — 1995),

სპეციალობა — ხელოვნებათმცოდნე.

ჩემი პრეცედენტი მეორეა საქართველოში (რუსუდან ფეტვიაშვილის შემდეგ) გამოცდების გარეშე აკადემიაში  მოხვედრისა. კულტურის მინისტრის (ვალერი ასათიანის) გადაწყვეტილებით შეიქმნა სპეციალური კომისია ჩემი შემოქმედების განსახილველად (შემადგენლობა — ემირ ბურჯანაძე, თემო გოცაძე, ლია ბუაძე და მანანა დავითაშვილი) და გადაწყდა ჩემი მიღება (პირდაპირ, ანუ გამოცდების ჩაბარების გარეშე) თეორიულ ფაკულტეტზე, რათა ჩემი ხელწერა შემენარჩუნებინა და დამოუკიდებლად გამევითარებინა.

ამის შემდეგ:

1999 წ.-დან — საქართველოს  მხატვართა კავშირის წევრი.

2012 წ.-დან — საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების  წევრი.

2017 წ.-დან — ხელოვნების ფონდის წევრი (ლიონი, საფრანგეთი).

2017 წ.-დან — საქართველოს პროფესიონალ მხატვართა კლუბის წევრი.

2019 წ.-დან — ევრაზიული  მხატვართა კავშირის წევრი).

2019 წ.-დან — საერთაშორისო ასოციაცია VATIKAM-ის წევრი (პარიზი, საფრანგეთი).

ჯილდოები:

ოქროს მედალი, პირველი ადგილი აბსტრაქციის კატეგორიაში (სახვითი ხელოვნების საერთაშორისო ონლაინ-გამოფენა «ART CLASH», ნიუ-იორკი, აშშ, 2016).

მხატვრებმა ანგელინა დამენიამ და გელა ფილაურმა ნიუ-იორკში ოქროს მედლები მოიპოვეს

ოქროს მედალი  აბსტრაქციის კატეგორიაში (საერთაშორისო ონლაინ-გამოფენა «ART SHADOW», ნიუ-იორკი, აშშ, 2019).

მხატვრებმა ანგელინა დამენიამ და გელა ფილაურმა ნიუ-იორკში ოქროს მედლები მოიპოვეს

ამერიკის ხელოვნების პრემიის გამარჯვებული - სერტიფიკატები

2018 – 2019 წწ.  ამერიკის ხელოვნების პრემიის გამარჯვებული.

2018 წლის რუსეთის ხელოვნების პრემიის ლაურეატი.

2018 წლის საუკეთესო ნამუშევრების კონკურსის  ლაურეატი, VATIKAM, პარიზი, საფრანგეთი.

გამოფენებში ვმონაწილეობ 1990 წლიდან დღემდე.

 

რაც შეეხება გელას, განათლება:

მ.ს. თუგანოვის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი (1976 – 1980).

თბილისის  სახელმწიფო  სამხატვრო  აკადემია, დაზგური გრაფიკა (1981 – 1987).

სპეციალობა:  მხატვარი-გრაფიკოსი.

1986 წ.-დან — სსრკ-ს ახალგაზრდული მხატვართა კავშირის წევრი.

2012 წ.-დან — საქართველოს  მხატვართა კავშირის წევრი.

2012 წ.-დან — საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების წევრი.

2015 წ.-დან — საქართველოს აკვარელისტების საერთაშორისო გაერთიანების წევრი

(IWS Georgia).

2017 წ.-დან — ხელოვნების ფონდის წევრი (ლიონი, საფრანგეთი).

2017 წ.-დან — საქართველოს პროფესიონალ მხატვართა კლუბის წევრი.

2019 წ.-დან — ევრაზიული  მხატვართა კავშირის წევრი.

2019 წ.-დან — საერთაშორისო ასოციაცია VATIKAM-ის წევრი (პარიზი, საფრანგეთი).

1981-2000  —  თანამშრომლობა სახელმწიფო ლიტერატურულ გამომცემლობებთან

«განათლება», «ნაკადული», «მერანი»,

2000-დან    —  პერიოდული თანამშრომლობა კერძო ლიტერატურულ

გამომცემლობებთან, მხატვარი -ილუსტრატორი.

ჯილდოები:

ოქროს მედალი რეალიზმის კატეგორიაში (სახვითი ხელოვნების საერთაშორისო ონლაინ-გამოფენა «ART CLASH», ნიუ-იორკი, აშშ, 2016).

მხატვრებმა ანგელინა დამენიამ და გელა ფილაურმა ნიუ-იორკში ოქროს მედლები მოიპოვეს

ოქროს მედალი  რეალიზმის კატეგორიაში

(საერთაშორისო ონლაინ-გამოფენა «ART SHADOW», ნიუ-იორკი, აშშ, 2019).

მხატვრებმა ანგელინა დამენიამ და გელა ფილაურმა ნიუ-იორკში ოქროს მედლები მოიპოვეს

ამერიკის ხელოვნების პრემიის გამარჯვებული - სერტიფიკატები

2018, 2019 წლების რუსეთის ხელოვნების პრემიის ლაურეატი.

2018 წლის საუკეთესო ნამუშევრების კონკურსის  ლაურეატი, VATIKAM, პარიზი, საფრანგეთი.

2019 წლის ამერიკის ხელოვნების პრემიის გამარჯვებული.

გამოფენებში მონაწილეობს 1987 წლიდან დღემდე.

ჩვენ არასდროს ვყოფილვართ სხვა საქმიანობით დაკავებულები, მხოლოდ მხატვრობით.

– რას ნიშნავს თქვენთვის კონკურსებში მონაწილეობა – ეს უბრალოდ სპორტული ჟინია თუ საკუთარი თავის გამოცდა?

– კონკურსებში  და გამოფენებში მონაწილეობა იძლევა საშუალებას გააცნო ფართო აუდიტორიას შენი შემოქმედება, გამოავლინო საკუთარი შეხედულებები, გამოხატო დამოკიდებულება სამყაროსადმი და ხმა მიაწოდო ყველას სიტყვის და თარგმანის გარეშე — მხატვრობა ხომ უნივერსალური ენაა.

– საერთაშორისო გამოფენა-კონკურსში “ART & SHADOW” მხოლოდ თქვენ იყავით საქართველოდან, თუ სხვა ქართველი ხელოვანებიც მონაწილეობდნენ?

– საერთაშორისო გამოფენა-კონკურსში «ART & SHADOW» მრავალი ქვეყნის მხატვრები იღებდნენ მონაწილეობას, საქართველოს მხოლოდ ჩვენ წარმოვადგენდით.

ამ კონკურსში, ისევე როგორც სხვა გამოფენებში და კონკურსებში, მონაწილეობა მივიღეთ მათივე (ორგანიზატორების) მიწვევით.

ამჯერად მე მომანიჭეს მედალი «ოქროს პალიტრა» აბსტრაქციის კატეგორიაში, ხოლო გელას – «ოქროს არწივი» რეალიზმის კატეგორიაში. ეს ჩვენთვის მეორე შემთხვევაა ოქროს მედლების მიღების – 3 წლის წინათაც მე მერგო პირველი ადგილი აბსტრაქციაში და ოქრო, გელას — წმინდა მიქეილის სახელობის ოქროს მედალი, ისიც ნიუ-იორკში.

– აგირჩონ 2019 წლის მხატვრად ნიუ-იორკში უდიდესი წარმატებაა. ელოდით ასეთ აღიარებას?

– 2019 წლის მხატვრად ამირჩიეს ნიუ-იორკში და მიმიწვიეს MNN Television Studios-ში და ArtTour Shou-ში მანჰეტენზე, ორივეგან თითო საათია გამოყოფილია ინტერვიუსთვის და ვირტუალური გამოფენისთვის — ეს ჩემთვის მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზი იყო.

მხატვრებმა ანგელინა დამენიამ და გელა ფილაურმა ნიუ-იორკში ოქროს მედლები მოიპოვეს

ძალიან გასახარია, როდესაც შენი შრომა ფასდება.

ამავე დროს, ჩვენ ორივე გავხდით 2019 წლის ამერიკის ხელოვნების პრემიის გამარჯვებულები, სერტიფიკატები უკვე მივიღეთ, სტატიებს და ვიდეომასალებს მოგვაწვდიან ეტაპობრივად.

– იცნობს თქვენს შემოქმედებას ქართული საზოგადოება?

– ჩვენს შემოქმედებას ამერიკაში, იტალიაში, საფრანგეთში, რუსეთში, ჩინეთსა და შვეიცარიაში უფრო იცნობენ, ვიდრე საქართველოში.

აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას ვეწევით, უამრავ გამოფენებში ვიღებთ მონაწილეობას, რა თქმა უნდა აქაც.

აგვისტოში ციურიხში SWISSARTEXPO-ზე იყო წარმოდგენილი ჩვენი ნამუშევრები, გამოქვეყნდა პრეს-რელიზები, გელასი – https://www.pressetext.com/news/20190730027 , ჩემი, სახელწოდებით «ახალი არტ სტილი ინტენსივიზმი  SWISSARTEXPO-ზე» – http://newsfox.com/news/20190809021 .

ეს ტერმინი დაერქვა იმ სტილს, რომელშიც ვმუშაობ.

იქვე დაიბეჭდა ჩვენი პერსონალური კატალოგები. მინიჭებული აქვთ საერთაშორისო ISBN კოდი და მათი მოძიება შესაძლებელია შვეიცარიის ბიბლიოთეკებში, ასევე AMAZON-ზეა  განთავსებული რეალიზაციისთვის. კატალოგების დათვალიერება შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:

Angelina Dameniahttps://indd.adobe.com/view/48191b76-c66b-4765-8d2d-ddbdd8858c99 ,

შეძენაhttps://www.amazon.com/dp/3038991783?ref=myi_title_dp   .

Gela Philaurihttps://indd.adobe.com/view/32d1522b-f96c-4d5e-b171-f75b73e7b01d ,

შეძენაhttps://www.amazon.com/dp/3038991775?ref=myi_title_dp .

– რა გიქმნით კომფორტს მუშაობისთვის?

– განწყობა, თავისუფალი დრო და კარგი მასალა.

– ვინაიდან მეუღლეები ერთ სფეროში ხართ – ერთმანეთს კონკურენტებად ხომ არ აღიქვამთ?  ან ერთმანეთის მუზა თუ გამხდარხართ?

–  ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა სტილში, ერთმანეთს ვავსებთ და ერთმანეთის მუზები ვართ, არავითარი კონკურენცია.

–  თუ საიდუმლო არ არის, უახლოესი გეგმების შესახებ გვიამბეთ.

– ოქტომბერში ლეონარდო და ვინჩის 500 წლის იუბილესთან დაკავშირებით რომში, ვატიკანში, ლეონარდოს მუზეუმში ტარდება გრანდიოზული გამოფენა სახელწოდებით «რენესანსიდან თანამედროვეობამდე», სადაც მე და გელა ვიღებთ მონაწილეობას, ჩემი 7 ნახატი იქნება წარმოდგენილი, გელასი — 8, საერთო ჯამში 15 ნამუშევარი, ძალიან ამაყები ვართ რომ მიგვიწვიეს და ჟიურის შერჩევის შემდეგ დადასტურდა ჩვენი მონაწილეობა, ჩვენთვის ეს დიდი სტიმულია შემდეგი წარმატებებისთვის.

მხატვრებმა ანგელინა დამენიამ და გელა ფილაურმა ნიუ-იორკში ოქროს მედლები მოიპოვეს

ნამუშევრების დათვალიერება და სხვა საინტერესო ინფორმაციის მოძიება  შესაძლებელია ჩვენს პერსონალურ საიტზე www.damenia-philauri.com .

მხატვრებმა ანგელინა დამენიამ და გელა ფილაურმა ნიუ-იორკში ოქროს მედლები მოიპოვეს

მხატვრებმა ანგელინა დამენიამ და გელა ფილაურმა ნიუ-იორკში ოქროს მედლები მოიპოვეს