18 სექტემბერი, 2019

მარლენ ეგუტია გარდაიცვალა

მარლენ ეგუტია გარდაიცვალამარჯანიშვილის თეატრის მსახიობი მარლენ ეგუტია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 50 წლის განმავლობაში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო და სხვადასხვა რეჟისორებთან წარმატებით მუშაობდა.

80 წლის იუბილეზე მსახიობს მშობლიური თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

სამწუხარო ინფორმაცია მსახიობის გარდაცვალების შესახებ მარჯანიშვილის თეატრმა გაავრცელა:

“გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი, 1969 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ბატონი მარლენ ეგუტია.

მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ბატონი მარლენის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.”