13 სექტემბერი, 2019

„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემით“ „SOVLAB“ დაჯილდოვდა

„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემით“ „SOVLAB“ დაჯილდოვდა“ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ მიერ 2017 წელს დაარსდა ყოველწლიური ჯილდო „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის“, რომელიც წელს მესამედ გაიცა 12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი პროექტის – „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“  ღონისძიებების ფარგლებში. დაჯილდოების ცერემონია სიმბოლურად მთაწმინდის პანთეონში გაიმართა.

ფონდის ჯილდოს მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიმღები 9-კაციანი სარეკომენდაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელის წევრები არიან: კონსტანტინე გამსახურდია /დიპლომატი, პოლიტიკური მოღვაწე/, ლია სტურუა /პოეტი/, ბაღათერ არაბული /პოეტი, მწერალი/, დიმიტრი შველიძე /ისტორიკოსი/, ივანე ამირხანაშვილი /კრიტიკოსი, ლიტერატორი/, ნინო ზაუტაშვილი /ტელეწამყვანი, მედია-პროდიუსერი/, ნინო სადღობელაშვილი /პოეტი, დრამატურგი/, დეკანოზი გიორგი წეროძე /ფილოსოფიის ფოქტორი/ და გიორგი სავანელი /დრამის რეჟისორი, საზოგადოებრივი აქტივისტი/) – „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“ წელს „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას“ გადაეცა.

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ 2010 წელს დაარსდა და მას მერე აქტიურად მუშაობს საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის შესწავლის და  გადააზრების მიმართულებით. ის ეწევა შემეცნებით-საგანმანათლებლო, კვლევით, საგამომცემლო საქმიანობას. შექმნა არა ერთი ვებ-პლატფორმა და საზოგადოებრივი არქივი.

ორგანიზაციის დამსახურების შესახებ ისაუბრეს ისტორიკოსმა დიმიტრი შველიძემ, მწერალმა როსტომ ჩხეიძემ, რეჟოსრმა გიორგი სავნელმა და სხვა დამსწრე პირებმა, რომელთაც ცალსახად დადებითად აღნიშნეს „SOVLAB“-ის დამსახურება საბჭოთა წარსულის გააზრებისას საზოგადოებაში არსებული მენტალური სტერეოტიპების დაძლევის და გადაფასების საქმეში.

„საბჭოთა წარსული სკვლევის ლაბორატორიის“ სახელით ჯილდო გამგეობის თავმჯდომარემ ირაკლი ხვადაგიანმა ჩაიბარა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სალიტერატურო და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი თეატრების – სოხუმისა და ცხინვალის თეატრების მსახიობები და პეროსნალი, ასევე ბოლნისის საზღვრისპირა დასახლებებიდან სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოსული ახალგაზრდები.

„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“ მომავალ, 2020 წელს ამავე დღეს, 12 სექტემბერს, უკვე მეოთხედ გაიცემა.