6 სექტემბერი, 2019

გია ფერაძის შვილის განსაკუთრებული მოგონება

გია ფერაძის შვილის განსაკუთრებული მოგონებაგია ფერაძის ცხოვრება დიდი ტკივილით და ტრაგედიით იყო სავსე. დღემდე ბევრს კამათობენ უბედური შემთხვევა იყო თუ გამიზნული მკვლელობა – მსახიობმა მეუღლე ირინა მიქატაძე გასროლით მოკლა. გია ფერაძე სიმამრმა, ცნობილმა მოქანდაკემ ჯუნა მიტაქაძემ სამაგალითოდ დასაჯა.

როდესაც მკვლელობა მოხდა, გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის შვილი მარიკუნა მიქატაძე სულ პატარა იყო. როცა გოგონა გაიზარდა, რა თქმა უნდა, მამის შესახებ შეიტყო, თუმცა მის მეხსიერებაში დარჩა მოგონება, რომელიც მისთვის განსაკუთრებულია:

“…ერთხელ, ფანჯარაზე ვიჯექი, ეზოში შემოვიდა კაცი, გრძელ წვერში, გაწეწილი, დახეულ პალტოში, ჩაჩაჩულ შარვალში, დაგლეჯილ ბათინკებში, ჩვეულებრივი ლოთი, მათხოვარი მეგონა.

მოუახლოვდა ჩემს ფანჯარას და მკითხა, – ირინას გოგო ხარო? – ჰო-მეთქი და დაიწყო ღრიალი…

ბებიაჩემმა, ეტყობა, ხმა იცნო, მოვარდა, ფანჯრიდან გადმომაგდო და გული წაუვიდა…

თავიდან ვერ მივხვდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს შეიძლებოდა მამაჩემი ყოფილიყო. მამა კინოში კი მყავდა ნანახი, მაგრამ იმდენად იყო შეცვლილი, საერთოდ ვერ მივხვდი, ვინ იყო…

ბებიამ მითხრა მერე, მამაშენი იყოო…

მესმოდა, როგორ ღრიალებდა, როგორ გავარდა ეზოდან ღრიალით…”