იუმორისტ ნიკა არაბიძისგან მაყურებელი სულ მალე ახალ შოუს იხილავს.
“ნიკა არაბიძის შოუ” – ასე ეწოდება იუმორისტულ გადაცემას, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში სულ მალე გავა.
მაყურებლის აზრი ორად გაიყო – ნაწილი ნიკას წარმატებებს უსურვებს, ნაწილი კი მას “რუსთავი 2”-ში დარჩენის გამო მოღალატეს უწოდებს.
