საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ბოლო პერიოდში თვითნებური რემონტებით მახინჯდება.
დეკანოზი ილია ჭიღლაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიის ფოტოებს ავრცელებს:
“სოფელი ნაბახტევი, მანანას ხევში წმიდა გიორგის ეკლესია (ხაშურის მუნიციპალიტეტი). 2000 წელს ადგილობრივი სოფლის მოსახლეობის მიერ კუსტარულად შერემონტებული: საჭიროებს ცემენტის უხეში ნალესობისგან გაწმენდას და კვალიფიციურ რესტავრაციას.”


