23 აგვისტო, 2019

ლევან გელბახიანი საუკეთესო მსახიობად დაასახელეს

ლევან გელბახიანი საუკეთესო მსახიობად დაასახელესმსახიობი ლევან გელბახიანი ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” შესრულებული მთავარი როლისთვის საუკეთესო მსახიობად დაასახელეს.

რეჟისორ ლევან აკინის ქართულ-შვედურ-ფრანგული კოპროდუქცია კანის კინოფესტივალზე გამართული მსოფლიო პრემიერის შემდეგ, სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობდა.

კინოფესტივალმა გამარჯვებულების დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი გამართა. ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” შესრულებული მთავარი როლისთვის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო “სარაევოს გული” ლევან გელბახიანს გადაეცა.

ქართველი მსახიობი კანის კინოფესტივალის რჩეულ მსახიობებშიც მოხდა, ახლა კი სარაევოს კინოფესტივალის საუკეთესო მსახიობი გახდა.