30 ივლისი, 2019

წაგიკითხავთ ყველაზე მოკლე მოთხრობები?

წაგიკითხავთ ყველაზე მოკლე მოთხრობები?წიგნების კითხვა ზაფხულში კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ყველაზე მოკლე მოთხრობები კი ალბათ ყველასთვის სასიამოვნო წასაკითხი იქნება.

ერთხელ ერნესტ ჰემინგუეიმ სანაძლეო დადო, რომ შეძლებდა 6 სიტყვისგან მოთხრობის დაწერას, რომელიც ყველაზე ერთნაირად იმოქმედებდა!..

მწერალმა სანაძლეო მოიგო ერთი წინადადებით:

“იყიდება: ბავშვის ფეხსაცმელი, უხმარი..!”
,,For sale: Baby shoes, never worn”..

მას შემდეგ, ერთ წინადადებაში მთელი ისტორიის ჩატევას სხვა მწერლებიც ეცადნენ!
აი, ისინიც:

1. უცნობები, მეგობრები, საუკეთესო მეგობრები, შეყვარებულები, უცნობები…

2. – აქ აღარ ცხოვრობს! – უპასუხა ნაცნობმა ხმამ.

3. – მგზავრებო, ახლა თქვენ კაპიტანი არ გელაპარაკებათ!..

4. ვყიდი პარაშუტს: არასოდეს გახსნილა, ცოტათი დალაქავებულია…

5. ეს ჩვენი ოქროს ქორწილია: სუფრა ერთზეა…

6. სახლში ვარდები მივიტანე, გასაღები აღარ მოერგო…

7. დამტვრეულ საქარე მინაზე ეწერა “ახალდაქორწინებულები”…

8. ჩვენი საძინებელი. ორი ადამიანის ხმა. ვაკაკუნებ…

9. გადავხტი… მერე კი გადავიფიქრე…

10. ბოდიში, ჯარისკაცო, ფეხსაცმელი მხოლოდ წყვილად იყიდება…

11. საწოვარიანი ბოთლით აჭმევს საკუთარი ცოლის მკვლელს..!

12. მუდამ ზდასრულად წარმოიდგენდა თავს… გაიზარდა… წარმოსახვა დაკარგა…

13. მაინც დავურეკე… არ მიპასუხა… დღეს ორმოცდაოთხის გახდებოდა.