19 ივლისი, 2019

ფრიდონ სულაბერიძის არაჩვეულებრივი ცეკვა “არტ გენზე”

ფრიდონ სულაბერიძის არაჩვეულებრივი ცეკვა "არტ გენზე"“სუხიშვილების” ლეგენდარულ მოცეკვავეს ბატონ ფრიდონ სულაბერიძეს არაჩვეულებრივი შვილიშვილი – უმცროსი ფრიდონ სულაბერიძე ჰყავს.

ალბათ გასაკვირი სულ არ არის, რომ უმცროსი ფრიდონიც ცეკვავს. მან უკვე მოახერხა და თავისი მაღალი ოსტატობით გულშემატკივართა მთელი არმია გაიჩინა.

“არტ გენზე” ნიაზ დიასამიძის სიმღერაზე “ყირამალა” ფრიდონი სცენაზე მოულოდნელად ავიდა, ექსპრომტად იცეკვა და დამსწრე საზოგადოების მხურვალე აპლოდისმენტები და ხანგრძლივი ოვაციები დაიმსახურა.