18 ივლისი, 2019

“ფორსაჟი 9”-ს საქართველოში გადაიღებენ

"ფორსაჟი 9"-ს საქართველოში გადაიღებენცნობილ ჰოლივუდურ ფილმს “ფორსაჟი 9” საქართველოში გადაიღებენ. მისი გადაღებებისთვის საქართველოში 31 358 162 ლარი დაიხარჯება.

უკვე არსებობს ოფიციალური განკარგულება, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს.

ფილმის გადაღებები პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდება. გადაღებებს ქართული საპროდიუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“ უზრუნველყოფს.

ჰოლივუდის წარმომადგენლები ჩვენს ქვეყანას გაზაფხულზე სტუმრობდნენ. სწორედ ამ ვიზიტის დროს გადაწყდა “ფორსაჟი 9”-ის საქართველოში გადაღება.