24 ივლისი, 2019

ნინო ქათამაძე იურმალას ფესტივალზე

ნინო ქათამაძე იურმალას ფესტივალზემას შემდეგ, რაც მომღერალი ნინო ქათამაძე რუსეთში კონცერტებს აღარ გამართავს, მისი პირველი უცხოური ტური იურმალაში ფესტივალზე “ლაიმა” დაიგეგმა.

ქართველმა მომღერალმა ფესტივალის გახსნაში მიიღო მონაწილეობა და მიწვევისთვის მადლობაც გადაიხადა:

“იურმალას ფესტივალი – ეს არის შეხვედრის ადგილი, სადაც ადამიანები საუბრობენ მუსიკაზე და აღიარებენ სიყვარულს.

ლაიმა დგამს შემოქმედებით ნაბიჯს, რომელიც გულისხმობს, რომ ხელოვნება მხოლოდ შემოქმედება კი არ არის, არამედ ის შესაძლებელს ხდის დღეს და ახლა ადამიანმა იგრძნოს მუსიკის ძალა.

ლაიმა, დიდი მადლობა იმისთვის, რომ გჯერა და ამიტომ მე თავს ვგრძნობ რეალურად.”