1 ივლისი, 2019

ნიკოლოზ ცისკარიძე დიდი თეატრის დირექტორად

ნიკოლოზ ცისკარიძე დიდი თეატრის დირექტორადბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძე ამჟამად ვაგანოვის სახელობის რუსული ბალეტის აკადემიის რექტორია.

ლუდმილა ნიკონოვამ გაავრცელა პეტიცია, სადაც მოუწოდებს საზოგადოებას ნიკოლოზ ცისკარიძის დიდი თეატრის დირექტორად დანიშვნას ხელი მოაწეროს.

როგორც პეტიციაშია აღნიშნული, რუსული ბალეტის განახლების დრო დადგა. ნიკოლოზ ცისკარიძეს კი ეს ყველაზე კარგად შეუძლია, რადგან მისნაირი ერთგული, პატიოსანი, შრომისმოყვარე და ბალეტზე უზომოდ შეყვარებული სხვა ადამიანი არ არსებობს.