21 ივლისი, 2019

ნიკოლოზ ბარათაშვილის ყველაზე ძველი და უნიკალური პორტრეტი

ნიკოლოზ ბარათაშვილის ყველაზე ძველი და უნიკალური პორტრეტირომანტიკოსი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის ყველაზე ძველი და უნიკალური პორტრეტი 70-იანი წლების ბოლოს ხელთ ჰქონდა ილია ჭავჭავაძეს.

ამ პორტრეტს “თუმანიშვილისეულ სურათსაც” უწოდებენ. ჩანახატმა გაიარა ავტორიტეტული ექსპერტიზა და ამ სურათს არ მისცეს ვიზა დასაბეჭდად.

მიუხედავად ამისა, თუმანიშვილისეულ ჩანახატს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახის აღდგენის საქმეში მაინც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რადგან ცნობილია მისადმი პოეტის დების დამოკიდებულება.

მოსე თოიძე წერს, რომ ბარბარეს ამ ესკიზში თავისი ძმა უცვნია და მიუხედავად პოეტთან მისი მცირე მსგავსობისა, მაინც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს ჩანახატი სულ ახლახან ხელოვნების სასახლემ სამუზეუმო კოლექციისათვის შეიძინა.