2 ივლისი, 2019

გიორგი შველიძე ამერიკის კინოაკადემიის წევრია

გიორგი შველიძე ამერიკის კინოაკადემიის წევრიაქართველი ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკის კინოაკადემიის წევრი გახდა.

ზაზა ხალვაშის ფილმის “ნამე” ოპერატორი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ამერიკის კინემატოგრაფისტთა ჯილდოს მფლობელი გახდა, 842 რჩეულს შორის დასახელდა.

hollywoodreporter-ის ცნობით, 59 ქვეყნის წარმომადგენელია, მათ შორის 50 პროცენტი ქალბატონია.

ამერიკის კინოაკადემიის ახალი წევრები გახდნენ ცნობილი მსახიობები, ოპერატორები, მხატვრები, რეჟისორები, მუსიკოსები, პროდიუსერები, მათ შორის ადელი, ლედი გაგა, ენი ლენოქსი, ტომ ჰოლანდი, ჯეიმი ბელი…