28 ივლისი, 2019

დაუჯერეთ კოტე ყუბანეიშვილს

დაუჯერეთ კოტე ყუბანეიშვილსპოეტ კოტე ყუბანეიშვილს მიაჩნია, რომ შემოქმედი ადამიანი ყოველთვის მის სამშობლოში მიმდინარე მოვლენების მაჯისცემას უნდა უსმენდეს.

ამის დასტურია მისი ერთ-ერთი ლექსი, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ:

“სულით რომ არ გადაგვარდე დაუჯერე ბრძენს
მთავარია ხალხს უყვარდე და არა ძმებს შენს
მთავარია დარჩე კაცად მოუსმინო გულს
გირჩევნოდეს ფულის ნაცვლად მოუფრთხილდე სულს
ყველამ ერთად როგორც ვნახეთ
სურათია სხვა
ქუჩებია სავსე ხალხით პოლიციის ზღვა
მთავრობა რომ მიტინგს არბევს
ხმარობს ცრემლმდენ გაზს
მაგრამ ხალხი აღარ გარბის
და ადგილზე დგას
თითქოს ყველა შეშლილია ენერგიას ცლის
აღარავის ეშინია ტყვიისა თუ წყლის
განაგრძობენ ერთად დგომას
იმაღლებენ ხმებს
და პუტინის გადადგომას
მოითხოვენ დღეს.”