9 ივლისი, 2019

დაიხუროს რადიო “არ დაიდარდო”!

დაიხუროს რადიო "არ დაიდარდო"!რადიო “არ დაიდარდო” წლებია ათასობით მსმენელისთვის მუშაობს.

პიანისტი გიგი პიანომენი გამოდის ინიციატივით ერის და ახალი თაობის გადაგვარების შესაჩერებლად დაიხუროს “არ დაიდარდო” და გადადგეს გია სურამელაშვილი:

“ვიკრიბებით გეგეშიძის ბაღში აქციაზე. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. გადაგვარდა ერი და ახალი თაობა.

დღევანდელი აქციის მიზეზი არის ის, რომ ქართველი ერი აღარ უსმენს შოპენს, შუმანს და ვაგნერს, გთხოვთ მობრძანდეთ ყველა ერთად დავდგეთ დღეს, რათა გადადგეს გია სურამელაშვილი და დაიხუროს რადიო “არ დაიდარდო”.

დარდიმანდი დამთავრდა იწყება შტრაუსი და ბახი!”