12 ივლისი, 2019

“ახალი საუნჯე” ბოიკოტს აცხადებს!

"ახალი საუნჯე" ბოიკოტს აცხადებს!ჟურნალი “ახალი საუნჯე” ბოიკოტს აცხადებს და უერთდება ქართველი მწერლების ბოიკოტს, რომელიც მათ ლიტერატურის ეროვნული ფონდს გამოუცხადეს.

შოთა იათაშვილი, “ახალი საუნჯის” რედაქტორი:

“გამოვიდა ჟურნალის მაის-ივნისის ნომერი. ესაა ამ სიტუაციაში ბოლო ნომერი, რომელიც მწერალთა სახლის მიერ გამოიცა.

დღეს უკვე დამირეკეს და მითხრეს, რომ ივლისიდან ჟურნალზე მწერალთა სახლის ლოგო უნდა მოვხსნა და გამოვცე იმ ლიტერატურის ეროვნული ფონდის ქვეშ, რომელსაც მიზეზთა გამო ქართველმა მწერლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.

ჟურნალი “ახალი საუნჯე”-ც უერთდება ამ ბოიკოტს და აცხადებს, რომ ამ ფონდის ქვეშ გამოცემაზე ის უარს აცხადებს და აჩერებს თავის მუშაობას.”