22 ივნისი, 2019

ვიქტორ შენდეროვიჩის სოლიდარობა ქართველებს

ვიქტორ შენდეროვიჩის სოლიდარობა ქართველებსრუსი მწერლის ვიქტორ შენდეროვიჩის სოლიდარობა ქართველების მიმართ იმაში გამოიხატება, რომ ის არ აპირებს დაემორჩილოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოთხოვნას საქართველოში ვიზიტების გაუქმებასთან დაკავშირებით.

პირიქით, მწერალს გადაწყვეტილი აქვს სწორედ პუტინის ჯინაზე ჩამოვიდეს საქართველოში და ქართველებს სიყვარულში გამოუტყდეს.

ინფორმაცია ამის შესახებ მწერალმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მის მოსაზრებას ათასობით მოწონება და ასობით გაზიარება მოჰყვა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვიქტორ შენდეროვიჩი ქართველებს სოლიდარობას უცხადებს.