29 ივნისი, 2019

ვანდალიზმი წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესიაზე

ვანდალიზმი წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესიაზეთბილისში მდებარე წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესიაზე ვანდალიზმი განხორციელდა.

აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიის ფასადზე დაუდგენელმა პირებმა შეურაცხმყოფელი ნახატები დატოვეს.

ინფორმაცია და ფოტო მაია დვალიძემ გაავრცელა:

“ლიბერალიზმის შედეგი!
ამის გამკეთებელი ადამიანს რაღას უზამს?!

გაახილეთ, ხალხო, თვალი, შედეგების მკა დავიწყეთ… თუ მივუშვით, უარესი გველის წინ, ვიდრე შარშანდელი მაისი და წლევანდელი ივნისია…
ამ შედეგების გამოსწორება ყველას ვალია!
არ გვაპატიებს ამდენს უფალი!

თბილისის შემოსასვლელში, დიღმის ტრასაზე მდებარე ტაძარია… ბენდუქიძის სასწავლებელთან…”

ვანდალიზმი წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესიაზე