28 ივნისი, 2019

უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა საქართველოს ისტორიისა და კულტურისთვის

უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა საქართველოს ისტორიისა და კულტურისთვისსაქართველოს ისტორიისა და კულტურისთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩჭენის შესახებ ინფორმაციას დეკანოზი ილია ჭიღლაძე გვიზიარებს:

“ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა საქართველოს ისტორიისა და კულტურისათვის: პეტერბურგში ალექსანდრე ნეველის ლავრის წმ. თეოდორეს (ფეოდოროვსკი) ტაძრის პირველ სართულზე აღმოჩენილ იქნა საბჭოთა დროს ცემენტით გადაფარული საქართველოს სამეფო ოჯახის წევრთა, კერძოდ მეფე ერეკლეს და მეფე გიორგი მეთორმეტის შვილების, რძლების, შვილიშვილების 26 საფლავი, მათ შორის ცნობილი მკვლევრის და სწავლულის, ბატონიშვილ თეიმურაზ ბაგრატიონისა, მეფე გიორგი მეთორმეტის ძის საფლავი.

მიმდინარეობს მეტნაკლებად დაზიანებული საფლავის ძეგლთა (წარწერიანი ფილები) რესტავრაცია. საბჭოთა დროს ეს ტაძარი კლუბის ფუნქციით გამოიყენებოდა და საფლავებიც ამიტომ გადაფარეს ახალი იატაკით.

ზოგიერთ საფლავს (მათ შორის ბატონიშვილ თეიმურაზისას) გააჩნდა მეორე დაფაც: კედელზე მისაკრავი ლითონის ძვირფასი სხმული დაფები წარწერებით და გერბებით, 1930-იან წლებში საფლავთა იატაკით დაფარვის დროს ისინი გადატანილი იყო ლავრის ხარების ტაძარში და ზოგს შეცდომით იქ ეგონა მათი საფლავები. პირველ ფოტოკადრში სწორედ თეიმურაზ ბატონიშვილის ახლადგამოვლენილი საფლავია ქართული წარწერებით.

პ.ს. ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის ორი წევრი: დედოფალი დარეჯან დადიანი და მისი ვაჟი ვახტანგ-ალმასხან ბატონიშვილი, ერეკლე მეორის ძე, ლავრის სხვა ტაძარში, ხარების ეკლესიაში არიან დაკრძალულნი, იმპერატორ პეტრე მესამის ყოფილ სამარხში და მათი საფლავები და საფლავის დიდებული მონუმენტური ძეგლი დაუზიანებლად არის მოღწეული. 1930-იანი წლებიდან ხარების ტაძარშივეა გადატანილი წმ. თეოდორეს ტაძრიდან დავით და თეიმურაზ ბატონიშვილების საერთო, თეიმურაზის ცოლის ელენე ამილახვრის, მათი დის, სამეგრელოს დედოფალ ნინო ბაგრატიონის საფლავთა ლითონის ძვირფასი დაფები, სულ სამი. იმედია, წმ. თეოდორეს ტაძრის რესტრავრაციის შემდეგ, ამ სამ დაფას თავის ადგილებზე დააბრუნებენ.”

უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა საქართველოს ისტორიისა და კულტურისთვის

უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა საქართველოს ისტორიისა და კულტურისთვის