19 ივნისი, 2019

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში პრემიერაა

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში პრემიერაათბილისის აზერბაიჯანულ თეატრში პრემიერაა. გამოჩენილი აზერბაიჯანელი კომპოზიტორის უზეირ ჰაჯიბეკოვის მუსიკალურ კომედიას „ქმარი და ცოლი“, აზერბაიჯანული თეატრის მსახიობები ითამაშებენ.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თურგაი ველი-ზადე.

კომპოზიტორი პირველად ვერსიაში აღწერდა და აპროტესტებდა ოჯახში და საზოგადოებაში აზერბაიჯანელი ქალის უთანასწორობასა და უფლებების შეზღუდვას. მრავალი წლის შემდეგ კი ლიბრეტომ ტრანსფორმაცია განიცადა და სახეშეცვლილი მოვიდა ჩვენამდე მუსიკალური კომედიის სახით.

თურგაი ველი-ზადეს მიერ ინსცენირებული სპექტაკლი „ქმარი და ცოლი“ ვოდევილის ჟანრს განეკუთვნება. მასში უხვად წარმოადგენილ სიმღერებს მსახიობები ცოცხლად შეასრულებენ. ეს მუსიკალური კომედია მრავალფეროვანი სანახაობაა და მასში თანმიმდევრულად და დინამიურად ვითარდება საოჯახო და ყოფითი თემები.

სცენიური მოქმედებების სისადავე და მსახიობთა შემადგენლობა ტრილოგიას ვოდევილის ელფერს აძლევს.

სპექტაკლში მონაწილეობენ თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები აიდა თაგიევა, ბინალი აკიპოვი, აზერი მამედოვი, ფაზილი ბაირამოვი, მარი მამედოვა (მოწვეული მსახიობი), მანზარ სადიკოვა.

ოპერეტის პრემიერა 1910 წლის 24 მაის, ბაქოში ძმები ნიკიტინების თეატრ-ცირკში შედგა.