1 ივნისი, 2019

SOS ატენის სიონი!

SOS ატენის სიონი!ატენის სიონის ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია.

კახა ხიმშიაშვილი ავრცელებს ინფორმაციას, ატენის სიონის ინფრასტურქტურის მშენებლობასთან დაკავშირებით:

“SOS ატენის სიონი – შემთხვევით გადავაწყდი ატენის სიონის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერს. ჩავხედე პროექტს. ატენის სიონისათვის აპირებენ მანქანების სადგომის გაკეთებას და ტუალეტებისაც. ორივე საჭიროა და აუცილებელი. ორივესთვის ადგილი კარგადაა შერჩეული.

მაგრამ, მაგრამ! ავტოსადგომიდან ატენის სიონისაკენ შეკიდული ბილიკის მოწყობაა პროექტში გათვლისწინებული. ალბათ გახსოვთ ატენის სიონი და მისი შემოგარენი. ტაძარს ჩრდილოეთი მხირდან კლდე ადგას, რომელიც განუყოფელი ნაწილია ისტორიული ლანდშაფტისა, გარდა ამისა ამ კლდეზე შუასაუკუნეების, სავარაუდოდ ბაგრატ მეოთხეს მიერ გაჭრილი სარწყავი რუს ნაშთებიცაა.

ჰოდა, სწორედ ამ კლდეზე უნდა შეკიდონ ბილიკი და ტაძარს მიაყენონ ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხიდან.

ცვლის ეს ყველაფერი ისტორიულ ლანდშაფტს, გარემოს. არ შეიძლება ასეთი რაღაცეების კეთება. მარტივად, ახლა არსებული მონასტრის შესავლელიდან რომ იარონ ტურისტებმა გაცილებით აჯობებს.
აგერაა ბმული ტენდერზე: https://tenders.procurement.gov.ge