1 ივნისი, 2019

რუსები დემნა გვასალიას წინააღმდეგ

რუსები დემნა გვასალიას წინააღმდეგბალენსიაგას შემოქმედებითი ხელმძღვანელის დემნა გვასალიას წინააღმდეგ რუსები ამხედრდნენ.

პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა თავის საავტორო გადაცემაში განაცხადა, რომ ერთ-ერთმა ცნობილმა დიზაინერმა მას სთხოვა, ეთქვა ოლგა ბუზოვასთვის – ნუ აცვია ყველგან მათი ქურთუკი და ნუ წერს ამის შესახებ.

ოლგა ბუზოვა ამტკიცებს, რომ ეს დიზაინერი დემნა გვასალიაა:

“ქართველი კაცები ჩემთვის ყოველთვის ვაჟკაცობისა და ღირსების ასოციაციას იწვევდნენ. ღირსეულია თუ არა კაცის მხრიდან ასეთი საქციელი?!” – იკითხა მომღერალმა.

ოლგა ბუზოვას მიერ ინტერნეტში გაკეთებულ ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რუსებმა კომენტარებში დემნა გვასალიასგან ბალენსიაგას შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვება მოითხოვეს.