6 ივნისი, 2019

ფიროსმანის ტალინური წარმატება

ფიროსმანის ტალინური წარმატებანიკო ფიროსმანის შემოქმედება უკვე მთელმა მსოფლიომ გაიცნო. მის ნამუშევრებს დიდი ინტერესით ეცნობიან და ნიკალას გენიალურობასაც ერთხმად აღიარებენ.

ამის დასტურია ტალინელების უდიდესი ინტერესი ქართველი მხატვრის შემოქმედების მიმართ. საქართველოდან ესტონეთში გაგზავნილმა კატალოგებმა ნიკო ფიროსმანის შესახებ ელვის სისწრაფით იპოვნეს მფლობელები.

ნიკალას მირზაანის სახლ-მუზეუმის მიერ დამზადებულ კატალოგში მხატვრის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპები იო გაერთიანებული. მუზეუმმა გაითვალისწინა საზოგადოების დიდი ინტერესი და კატალოგი თავიდან დაბეჭდა.