4 ივნისი, 2019

პეტრე ოცხელის მსოფლიო დონის აღიარება

პეტრე ოცხელის მსოფლიო დონის აღიარებაგასული საუკუნის 37 წლის რეპრესიებს შეწირული მხატვრის პეტრე ოცხელის მსოფლიო დონის აღიარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია გვიზიარებს:

“ქართული კულტურის და პეტრე ოცხელის კიდევ ერთი მსოფლიო დონის აღიარება.

დღეს გაზეთმა “ფრანკფურტ ალგემაინე” ქართველ მხატვარს მეთაური სტატია მიუძღვნა. რეცენზია ეთმობა იმ წიგნს, რომელიც ხელოვნების სასახლის ხელშეწყობით გერმანულმა გამომცემლობამ, კერხოდ ბატონმა ვლადიმირ ველმინსკიმ გამოსცა. ეს საქმე არ გამოვიდოდა, რომ არა ჩვენი სამინისტროს და, კერძოდ, მიხეილ გიორგაძის მხარდაჭერა. სწორედ ამ მხარდაჭერის საფუძველზე ხელოვნების სასახლე გერმანიის სამუზეუმო წრეებისთვის გახდა ცნობილი.

დიდი მადლობა წიგნის ეროვნულ ცენტრს დეა მეტრეველს და იკი ჭოღოშვილს, ასევე ბატონ კოტე ჯანდიერს, რომელთაც ბევრი იღვაწეს ამ საქმის წარმატებისთვის!

მაშ ასე, პეტრე ოცხელი კუთვნილ მსოფლიო აღიარებას თანდათან იკრებს.”

პეტრე ოცხელის მსოფლიო დონის აღიარება