24 ივნისი, 2019

მწერალთა სახლი გაუქმდა

მწერალთა სახლი გაუქმდამწერალთა სახლი გაუქმდა. ინფორმაცია ამის შესახებ მისმა ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა:

“მწერალთა სახლი გაუქმდა.

მის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ტექნიკური მიზეზების გამო, 25 ივნისს დაგეგმილი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია დროებით გადაიდო.

განახლებულ თარიღს შეგატყობინებთ უახლოეს დღეებში.”